პრემიერმა “ქართული ოცნების” განახლებული გუნდი წარადგინა

საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” განახლებული გუნდით წარდგება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გუნდის ახალი წევრები წარადგინა: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, აკაკი ზოიძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე.
“დღეს ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია, ახლებური ხედვა სჭირდება. დღევანდელი რეალობა ახალ დღის წესრიგს, ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, რომლებსაც ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება და მზად არის, უპასუხოს ყველა გამოწვევას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები