ემზარ კვიციანი: გიგა ბოკერიამ, ზურაბ ადეიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე

„სულხან მოლაშვილმა პრაქტიკულად ანდერძი დაგვიტოვა, რომ დამნაშავე გიგა ბოკერიამ, ზურაბ ადეიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე“, – აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. ამავე ინტერვიუში ემზარ კვიციანი პარლამენტის უმცირესობის წევრს გივი თარგამაძეს და უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას „ცეერუსა“ და „კაგებეს“ აგენტობაში ამხელს.
ამასთანავე, რესპონდენტი, გამოცემასთან საუბრისას, პროკურატურას მოუწოდებს, რომ გიგა ბოკერია სულხან მოლაშვილის საქმეზე დაიკითხოს, ხოლო გივი თარგამაძე კობა ოთანაძის ჩვენების საფუძველზე დააპატიმრონ.
„როდის უნდა მივხვდეთ, რომ „ნაციონალების“ მოსაშორებლად რევოლუცია გვჭირდება?! დამბლადაცემულებივით ვართ გაშეშებული და ერთმანეთის განადგურებას ისე ვუყურებთ, როგორც პირუტყვი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სულხანის სიკვდილი შერჩეთ მტრებს! სულხან მოლაშვილმა პრაქტიკულად ანდერძი დაგვიტოვა, რომ დამნაშავე გიგა ბოკერიამ, ზურაბ ადეიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე.
რატომ დუმს ხელისუფლება? აქამდეც უნდა ყოფილიყო დაკითხული გიგა ბოკერია, მაგრამ ეს ის ხელისუფლებაა, რომელსაც პარლამენტში გივი თარგამაძე უზის. კობა ოთანაძე პირდაპირ ადებს ხელს თარგამაძეს – მან მესროლა ტყვიაო, ეს ნაძირალა კი, იმის ნაცვლად, რომ პასუხი აგოს, პარლამენტის ტრიბუნიდან მორალს გვიკითხავს. მათ, სუყველას ჯიბეში „კაგებეს“ და „ცეერუს“ მოწმობები უდევთ. აი, რატომ ვერ ჰკიდებენ ხელს. არ იცით, რომ ბოკერია „კაგებეს“ და „ცეერუს“ აგენტია?! მთელმა მსოფლიომ იცის ბოკერიას აგენტობა! და მიუხედავად დასავლეთის მფარველობისა, ხელისუფლების დიდ დანაშაულად მიმაჩნია, ეს ადამიანები დღეს ქუჩაში თავისუფლად დადიან. „ოცნებას“ შეუძლია, სამართლიანობის აღდგენის შემთხვევაში, ადამიანების 80-85 პროცენტი თავისკენ მოაბრუნოს“, – აცხადებს ემზარ კვიციანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები