უგანდაში სასკოლო ავტობუსის ავარიას 20 ბავშვი ემსხვერპლა
უგანდაში ავტობუსი, რომელსაც ექსკურსიიდან დაბრუნებული სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა – ამის შესახებ ქვეყნის პოლიციის პრესსამსახურმა განაცხადა.
ავარიის შედეგად ოცი ბავშვი და ერთი ზრდასრული დაიღუპა. კიდევ სამი ზრდასრული და რამდენიმე ბავშვი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავიდა. ავტომობილი დიდ კლდეს შეეჯახა და გადაბრუნდა.
პოლიცია ავარიის გამომწვევი მიზეზების გამოძიებას აგრძელებს. მძღოლის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.