ქარელის მერია: სოფელ ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა
ქარელის მერიის ინფორმაციით, სოფელ ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა” და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სოფელ ხეობაში დაიგო 150 მეტრამდე შიდა სასოფლო გზის არმირებული რკინა-ბეტონის საფარი.
სამუშაოები შეასრულა ი.მ „ვასილ რიკაძემ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.