თორნიკე ჭეიშვილი – ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლაზე: საქართველოს გამოცდილების გაზიარება პოლიტიკური ტერორის კონტექსტში საინტერესოა მინისტერიალში მონაწილე ქვეყნებისთვის, ვინაიდან ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანას სამწუხარო გამოცდილება აქვს

“საქართველოს გამოცდილების გაზიარება პოლიტიკური ტერორის კონტექსტში საინტერესოა მინისტერიალში მონაწილე ქვეყნებისთვის, ვინაიდან ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანას სამწუხარო გამოცდილება აქვს,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს მობილიზებული ამ მიმართულებით.

„საქართველოს გამოცდილება არის ძალიან საინტერესო მონაწილე ქვეყნებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ სამწუხაროდ, ჩვენ, ჩვენს ქვეყანაში ვიხილეთ არაერთი ხელშესახები გამოვლინება იმისა, რასაც ჰქვია პოლიტიკური ტერორიზმი, რასაც ჰქვია ექსტრემიზმი. დღეს საერთაშორისო ინსტიტუტების ერთგვარი ინსტრუმენტალიზაცია მოხდა იმ კონტექსტში, რასაც ჰქვია თითქოსდა ლეგიტიმაციის მინიჭების მცდელობა პოლიტიკური ტერორისათვის. ეს სამწუხარო ფაქტია, სამწუხარო მოვლენაა. ამ თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ძალიან მობილიზებული და ყურადღებით“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები