თურქმენეთის პრეზიდენტმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ვიზიტით მყოფმა თურქმენეთის პრეზიდენტმა – სერდარ ბერდიმუჰამედოვმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ოფიციალურ სტუმრებთან ერთად, გმირთა მოედანზე დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა.  

დღესვე, დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ასევე, მხარეები თანამშრომლობის საკითხებს გაფართოებულ ფორმატშიც განიხილავენ.

თურქმენეთის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით სტუმრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები