დავით მათიკაშვილი: პოლიტიკური ტერორი არის თანამედროვეობის გამოწვევა, სამწუხაროდ, საქართველოს ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს
“პოლიტიკური ტერორი არის თანამედროვეობის გამოწვევა და საქართველოს სამწუხაროდ ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ წლების განმავლობაში როგორც შიდა აგენტურული ოპოზიციისგან, ასევე გარე ძალებისგან განვიცდიდით მუდმივ პოლიტიკურ თავდასხმებს. ამის მიმართ სახელმწიფოს მედეგობა და იმუნიტეტი ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლის გამოცდილების გაზიარებაც იქნება მეტად მნიშვნელოვანი სხვა ქვეყნებისთვისაც“, – განაცხადა მათიკაშვილმა.