ოდესასთან სამოქალაქო გემი დრონის სამიზნე გახდა – კაპიტანი დაიღუპა

უკრაინის შავი ზღვის პორტ ოდესასთან ახლოს, სამოქალაქო სავაჭრო გემზე დრონით შეტევა განხორციელდა. უკრაინული წყაროების ცნობით, ინციდენტის შედეგად დაიღუპა გემის ერთ-ერთი კაპიტანი, ხოლო ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ.

თავდასხმის ობიექტი გახდა გემი Atlas Bey, რომელიც ეკუთვნის თურქულ კომპანია Okean Maritime-ს და ტანზანიის დროშით დაცურავდა. გემზე 11 აზერბაიჯანის მოქალაქე იმყოფებოდა.

ეკიპაჟის წევრების ნაწილი ნაპირზე გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარეობდა კაპიტნის ძებნა.

უკრაინული წყაროები თავდასხმაში რუსულ ძალებს ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები