ირაკლი ჭეიშვილი – მარკო რუბიოს მხრიდან მაკა ბოჭორიშვილის სამიტზე მიწვევა ნიშნავს, რომ ჩვენ ურთიერთობის ახალ ეტაპზე ვართ
“მარკო რუბიოს მხრიდან მაკა ბოჭორიშვილის სამიტზე მიწვევა ნიშნავს, რომ ჩვენ ურთიერთობის ახალ ეტაპზე ვართ გადასული,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეერთებულ შტატებთან გადატვირთვის პროცესი უკვე დიდი ხანია დაწყებულია.
„ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ასეთ მნიშვნელოვან სამიტზე მიგიწვევს, აჩვენებს იმას, თუ რა ურთიერთობა გვაქვს ჩვენ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობასთან. აჩვენებს იმას, რომ გადატვირთვის პროცესი უკვე დიდი ხანია დაწყებულია. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე ვართ გადასული და [მიწვევა] ზუსტად ამას უსვამს ხაზს. ჩვენ კიდევ ბევრი სხვა ოფიციალური შეხვედრა გვექნება ამერიკის შეერთებული შტატებში. მთავარია ურთიერთობის პროცესი დაწყებულია, ახალ ეტაპზე ვართ გადასული, იქნება ურთიერთთანამშრომლობა, მეტი სამიტი, მეტი მოწვევა და ა.შ. ასე რომ, მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში შევაფასებ ამ კონკრეტულ შეხვედრას,“ – განაცხადა ჭეიშვილმა.