სულხან მოლაშვილის საქმეზე ბრალს მიხეილ სააკაშვილს წაუყენებენ?!

„კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის საქმეზე ბრალს მიხეილ სააკაშვილს წაუყენებენ“?!,-ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
გამოცემასთან სულხან მოლაშვილის მეგობრები საუბრობენ. მათი თქმით, მოლაშვილი მას წინა ხელისუფლების მსხვერპლია და სააკაშვილი უნდა დაისაჯოს.
„მან ადრეულ ასაკშივე დაიკავა ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობები და პრინციპში პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებოდა. ალბათ, ესეც გახლდათ ერთ-ერთი მიზეზი, მისი და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებისა. ეს დაპირისპირება მომავალში მტრობაში გადაიზარდა და სააკაშვილმა, როგორც სჩვევიათ მხდალ ადამიანებს, მასზე შურისძიება გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მას დაპატიმრება არ აკმარა და არაერთხელ გახდა წამების ობიექტი. ამან ასახვა ჰპოვა მის ჯანმრთელობაზე და შემდგომში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გარდაიცვალა“,- განაცხადა მეჭიაურმა.
“ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, კი მოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პეტიცია მომზადდა.
პეტიციის ავტორები მოლაშვილის მკვლელების დასჯასა და რეჟიმის გასამართლებას მოითხოვენ.
„აქ საუბარია იმაზე, რომ მოლაშვილი სწორედ ამ რეჟიმის მსხვერპლი გახდა. ეს ხალხი კი დღეს დაუსჯელია. უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა სულხანის წამებაში და ასევე ის ადამიანებიც, ვინც ეს სისტემა შექმნა. ეს არის უფრო ხელისუფლებისადმი მოთხოვნა, იმიტომ, რომ ხელისუფლება ვალდებულია, კრიმინალების მიმართ ადეკვატური იყოს“,-აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
ანალოგიური მოსაზრება აქვს სულხან მოლაშვილის კიდევ ერთ მეგობარს, ბონდო კუპატაძეს. „იგი ბოლომდე ებრძოდა რეჟიმს, რომელსაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამწუხაროდ, სულხანიც სწორედ ამ რეჟიმთან ბრძოლას შეეწირა“,-განაცხადა ბონდო კუპატაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები