თამარ ტალიაშვილმა დიზაინერთა ხელშეწყობის პროექტის თაობაზე მორიგი შეხვედრა გამართა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა „ახალგაზრდა დიზაინერთა ხელშეწყობის პროგრამის“ თაობაზე საკრებულოში მორიგი შეხვედრა გამართა.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, დეპუტატის მოწვევით სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა იმ სახელმწიფო უწყებების, კომპანიების და სასწავლებლების წარმომადგენლებმა მიიღეს, რომელთაც დიზაინის განვითარების საკითხებთან უშუალო კონტაქტი აქვთ და ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი საქმის წამოწყებაში უწევენ დახმარებას.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში ახალგაზრდა და დამწყები დიზაინერთა პოტენციალის გაზრდის გზებზე და ხელშეწყობაზე იმსჯელეს და პროგრამის კონცეფციის დეტალები დაზუსტეს.
თამარ ტალიაშვილმა პროგრამის პარტნიორებს 2015 წელს გამართული „კულტურული მეწარმეობის ფესტივალის“ შესახებ და მის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და აქტივობებზე ინფორმაცია მიაწოდა.
დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ პროგრამაში ქართველი მეწარმეების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია, მოხდეს კრეატიული ინდუსტრიების და კულტურის დარგში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის ფარგლებში კომპლექსური ღონისძიებები – მასტერკლასები და კონფერენციები მოეწყობა, რაშიც ქართველი ბიზნესმენები და მეწარმეები ჩაერთვებიან. შეხვედრის მონაწილეებმა დღევე კრეატიული ინდუსტრიების და კულტურის დარგის საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების შესახებ ინიციატივის თაობაზეც იმსჯელეს. შეხვედრას დარგის სპეციალისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. დიზაინერთა ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია 13 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები