აჭარაში სამართალდამცველებმა შველი გადაარჩინეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ პირველი მაისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის პირას, ადიდებულ მდინარეში შველი შენიშნეს, რომელიც წყლიდან ვეღარ გამოდიოდა და დახმარება ესაჭიროებოდა. პოლიციელებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ცხოველი მდინარიდან ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს. სამართალდამცველებმა შველი ადგილობრივ ვეტერინართან მიიყვანეს.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, სტიქიასთან ბრძოლის დროს ცხოველი არ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები