„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ირაკლი აბესაძეს პასუხობს

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
კომპანია ადასტრუებს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი ღურჭუმელიამ თანამდებობა დატოვა, თუმცა, მათივე განცხადებით, ღურჭუმელიამ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე პირადი განცხადების საფუძველზე დაწერა და მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მერიის შიდა აუდიტის შუალედურ დასკვნას.
”მოგახსენებთ, რომ დღეს აბესაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, კერძოდ, მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნის პროექტი, არის შუალედური დოკუმენტი და არ წარმოადგენს საბოლოო დასკვნას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მერიის შიდა აუდიტის საქალაქო სამსახურს საპასუხოდ განმარტებითი დოკუმენტაციით უკვე მიმართა, შესაბამისად, კომპანია ელოდება შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის საბოლოო დასკვნას.
რაც შეხეება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორის ირაკლი ღურჭუმელიას თანამდებობის დატოვების ფაქტს, ვაცხადებთ, რომ ირაკლი ღურჭუმელიამ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე პირადი განცხადების საფუძველზე დაწერა და მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მერიის შიდა აუდიტის შუალედურ დასკვნას”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია თანამდებობიდან გათავისუფლდა. აბესაძის თქმით, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, ავტობუსებმა დღის განმავლობაში დაახლოებით 12 000-ზე რეისით ნაკლები შეასრულეს, ვინაიდან 108 ავტობუსი ტექნიკურად გაუმართავია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები