ტანზანიაში ჰელიუმის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს
ბრიტანელმა და ნორვეგიელმა მეცნიერებმა ტანზანიაში, ტბა ვიქტორიას სიახლოვეს, ჰელიუმის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს. წინასწარი გათვლებით, აქ 1,5 მილიარდი კუბური მეტრი ჰელიუმია. ამის შესახებ პორტალი Science Alert იუწყება.
„ჰელიუმის ეს მარაგი მსოფლიოს 7 წლის განმავლობაში ეყოფა. მომდევნო წლებში ტანზანია ამ გაზის წამყვან მიმწოდებლად შეიძლება იქცეს“, – აცხადებენ მეცნიერები.
ჰელიუმი მეტალურგიაში და კვების მრეწველობაში, ასევე დიდ სიღრმეზე ჩაყვინთვის დროს, ჟანგბადთან ერთად, სუნთქვისთვის გამოიყენება.