რუსეთში შეტანილი 38 ტონა უკრაინული მარწყვი გაანადგურეს

რუსეთის კრასნოდარის მხარეში „როსსელხოზნადზორმა“ შეტანილი მარწყვის ორი პარტია გაანადგურა. ტვირთის საერთო წონა 38 ტონას შეადგენდა.
გამოცემა lb.ua-ის ცნობით, მარწყვის პირველი პარტია პორტში აღმოაჩინეს, ხოლო მეორე – ტემრიუკსკის რაიონში. ტვირთის საბუთებში მითითებული იყო, რომ ის მაკედონიიდან იყო, მაგრამ შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მარწყვი უკრაინულია. ვინაიდან მარწყვი სანქციებში მოხვედრილი საქონლის ჩამონათვალში შედის, ის სპეციალურ პოლიგონზე ბულდოზერებით გაანადგურეს.
13492957_10206240630086302_208629604_n 13535826_10206240630006300_278062428_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები