დონალდ ტუსკი – ევროკავშირის 27-ვე ქვეყანას ერთიანობის შენარჩუნება სურს

ევროკავშირის 27-ვე ქვეყანას მისი ერთიანობის შენარჩუნება სურს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი დიდი ბრიტანეთის გასვლისთვის მზად იყო. ტუსკი ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. „ეს არის სერიოზული და დრამატული მომენტი, განსაკუთრებით კი გაერთიანებული სამეფოსთვის. ჩვენ ასეთი სცენარისთვის მზად ვიყავით. არანაირი იურიდიული ვაკუუმი არ შეიქმნება. რაც შეეხება ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, ჩვენ ერთიანობის შენარჩუნება გვსურს. მომავალ კვირას 27 ლიდერის არაფორმალური შეხვედრა გაიმართება“, – განაცხადა ტუსკმა. გარდა ამისა, დონალდ ტუსკი ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით დებატების გამართვას მოითხოვს, ის აცხადებს, რომ შექმნილი სირთულეები ამ ორგანიზაციას მხოლოდ გააძლიერებს. შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას ამომრჩევლის 51,9%-მა დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები