ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენა „მწვანე” გაიხსნება

26 ივნისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ჯგუფური გამოფენა „მწვანე” გაიხსნება. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, გალერეის სივრცეში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალექსანდრეს ბაღში, განთავსდება ეკოლოგიის თემაზე მედიაში შესრულებული სხვადასხვა ნამუშევრები, რომლის ავტორები არიან: მამუკა ჯაფარიძე, თემო ჯავახი, ილიკო ზაუტაშვილი, გურამ წიბახაშვილი, ლევან ჭოღოშვილი, კარლო კაჭარავა, კოტე ჯინჭარაძე, მურთაზ შველიძე, გიო სუმბაძე, ლია ბაგრატიონი, ვატო წერეთელი, როკო ირემაშვილი, ტატო ახალკაციშვილი, ლევან მინდიაშვილი, კოკა ცხვედიანი, ოლეგ ტიმჩენკო, ქეთი დავლიანიძე, უტა ბექაია, ანდრო ერაძე, ლადო ლომიტაშვილი, ARTILERIA (Dr.Love & Miro), ელენე რაქვიაშვილი, მიშა გოგრიჭიანი, ვახო ბუღაძე, გიორგი შავგულიძე, ჯგუფი ბულიონი, ნიკოლოზ ლუტიძე, ნიკო ცეცხლაძე, ანდრია დოლიძე, ნატო ბაგრატიონი, სოფო ჩერქეზიშვილი, ცისია კილაძე, თუთუ კილაძე, თათია დარჩიაშვილი, მანუჩარ ოქროსცვარიძე, ირინა ჯიბუტი & ტასო გომელაური, თამაზ ვარვარიძის ჯგუფი (მანანიკო ამარილა კობახიძე) და გოგი მესხიშვილის თანამედროვე დიზაინის სკოლა (ლიზა ჭიჭინაძე, თეო კუხიანიძე, ავთო მოდებაძე, შოთიკო ბაგალიშვილი, ანანო დოლიძე, თამუნა გურგენიძე, ელენე აფრიამაშვილი, ნუცა ჭყონია).
ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება XVII საუკუნის უნიკალური ხელნაწერი – „პირობის წიგნი ტყის გაუყიდველობის შესახებ” კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან. გამოფენის კურატორია ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძე.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა პირველი შემთხვევაა, როდესაც ეროვნული გალერეა ეკოლოგიის თემაზე ჯგუფურ ჩვენებას მოაწყობს. გამოფენა ,,მწვანე” 2016 წლის 4 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები