ლევან მაჭავარიანი: სახელმწიფო მინისტრის პოზიციიდან მამუკა მდინარაძეს საშუალება ექნება, რომ მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს „ქართული ოცნების“ გუნდს

“სახელმწიფო მინისტრის პოზიციიდან მამუკა მდინარაძეს საშუალება ექნება, რომ მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს „ქართული ოცნების“ გუნდს,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ამ პოზიციიდან მამუკა მდინარაძეს ექნება ერთის მხრივ, იმის საშუალება, რომ დაუბრუნდეს პოლიტიკას და მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს „ქართული ოცნების“ გუნდს, მეორეს მხრივ, სრულ კოორდინაციას გაუწევს სამართალდამცველი უწყებების მუშაობას. ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები