ონის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

“ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ფარახეთის და სორის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა.

ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:

ახალი ჩორდი – სანიაღვრე არხების მოწყობა;
ჭიბრევი – გზის რეაბილიტაცია;
შარდომეთი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სევა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ფარახეთი – წყლის სისტემის რეაბილიტაცი;
სორი – წყლის სისტემის რეაბილიტაცი, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
გადამში – გზის რეაბილიტაცია, ხიდ-ბოგირის მოწყობა;
ჭვებარი – გზის რეაბილიტაცია, ხიდ-ბოგირის მოწყობა.

გასულ წლებთან შედარებით პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის ჩართულობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც ხელს უწყობს სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრას”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები