თორნიკე ჭეიშვილი: ყველაფერი, რაც დადებითად შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ოპოზიციას პოლიტიკურ ალერგიას მართებს

“ყველაფერი, რაც დადებითად შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ოპოზიციას პოლიტიკურ ალერგიას მართებს,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

„ეს ამბავი ძალიან არ მოსწონს რადიკალურ ოპოზიციას. მათ ზოგადად ყველაფერი, რაც დადებითად შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პოლიტიკურ ალერგიას მართებთ. ვხედავთ, რომ ძალიან განიცდიან იმ ამბავს, რომ სწორედ ბატონი მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, რომელიც განახორციელებს კოორდინაციას სამართალდამცავ უწყებებთან“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები