Euronews: ევროკავშირი „მზადაა“ ისრაელის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს რუსული გემის გამო, რომელსაც, სავარაუდოდ, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა

დიპლომატიური კრიზისი უკრაინასა და ისრაელს შორის მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ჰაიფაში რუსული გემი ჩავიდა, რომელსაც, სავარაუდოდ, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა.

ბრიუსელი აცხადებს, რომ მზადაა, ამ პროცესში ჩართული პირებისთვის სანქციები დააწესოს.

Euronews-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ჰაიფაში მარცვლეულით დატვირთული ახალი გემი ჩავიდა, ევროკავშირმა გააფრთხილა ისრაელი, რომ მზადაა სანქციები დააწესოს იმ პირებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოპარული უკრაინული მარცვლეულით ვაჭრობას.

„ევროკავშირმა გაითვალისწინა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემს, რომელსაც მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ისრაელის ჰაიფას პორტში გადმოტვირთვის ნებართვა მიეცა, მიუხედავად უკრაინისა და ისრაელის ხელისუფლებას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით წინა კონტაქტებისა“, – განუცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა Euronews-ს.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ევროკომისიამ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.

„ჩვენ ვგმობთ ყველა მოქმედებას, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის უკანონო საომარ ძალისხმევის დაფინანსებას, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, მიზანში ამოვიღოთ ასეთი ქმედებები მესამე ქვეყნებში მყოფი პირებისა და ორგანიზაციების სანქცირების გზით,“ – დასძინა ერვოკომისიის პრესსპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები