გიორგი ვოლსკი: პოლიტიკური დემარშია იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თუნდაც გერმანიის ელჩის აქტივობებთან დაკავშირებით

“პოლიტიკური დემარშია იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თუნდაც გერმანიის ელჩის აქტივობებთან დაკავშირებით,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.

მისივე თქმით, საქართველო ქედს არ იხრის გერმანიის, ან მისი ელჩის წინაშე და იმას არ უშვებს, რომ შავი ფული შემოედინებოდეს.

„პოლიტიკური დემარშია იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თუნდაც გერმანიის ელჩის აქტივობებთან დაკავშირებით – არ უჯერებს საქართველო, ცალ ფეხზე არ დგება, ქედს არ იხრის თუნდაც გერმანიის, ან მისი ელჩის წინაშე და იმას არ უშვებს, რომ შავი ფული შემოედინებოდეს. ეს არის მათი პასუხი იმ კანონიერ , სწორ, პრაგმატულ პოზიციაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს მორიგი ნოტა გაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები