დღეს 2012-2016 წლის მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია ოფიციალურად დაიხურება

დღეს, 2012-2016 წლის მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია ოფიციალურად დაიხურება. დღესვე, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართება, თუმცა პარლამენტში რამდენიმე რიგგარეშე სხდომის ჩატარებას არ გამორიცხავენ.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განაცხადებით, შესაძლოა, სექტემბერში საშემოდგომო სესია გაიხსნას და რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშაოს.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ახალი მოწვევის პარლამენტის საარჩევნო წელს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, პარლამენტის პლენარული სხდომები არ ტარდება.
საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს არის დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები