“ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაძლიერებთ ევროპასთან ჩვენს კავშირებს და რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით მომდევნო ნაბიჯს, ანუ ვიზალიბერალიზაციას”

 

მოხარული ვარ, რომ ჩემი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ასოცირების შესახებ შეთახმების ოფიციალურად ძალაში შესვლამდე ორი კვირით ადრე შედგა. ესარის შეთანხმება, რომელმაც  ძალზედ მნიშვნელოვანი სარგებელი და შედეგები მოუტანა ორივე მხარეს, და განსაკუთრებით საქართველოს, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაციის  თვალსაზრისით. ეს არის შედეგი, რომელიც ხელშესახებია საზოგადოებისთვის, ბიზნესისა დაკერძო სექტორისთვის”,  – ამის შესახებ   საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ბრიუსელში, „საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა დადაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ” საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალზე გააკეთა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, ეს შეთანხმება უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი შემდგომი ნაბიჯია, მით უფრო იმ ფონზე, როცა საქართველო ცდილობს გახდეს ევროპისთვის უსაფრთხოების პროვაიდერი და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მისიებში, როგორც რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი.
“ჩვენ  ნაბიჯ-ნაბიჯ ვაძლიერებთ ევროპასთან ჩვენს კავშირებს   და, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით მომდევნო ნაბიჯს, ანუ ვიზა ლიბერალიზაციას”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ხელმოწერის დასრულების შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საგარეო საქმეთა დაუსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა  ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები