ერაყში ავიადარტყმის შედეგად 50 „ბოევიკი“ მოკლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ 50 „ბოევიკი“ მოკლეს ერაყში, ანბარის პროვინციაში საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმის შედეგად.
როგორც ერაყულ მედიას ბრიგადის გენერალმა ისმაილ ალ-მახლავიმ განუცხადა, ავიადარტყმა ქალაქ ერ-რამადის სიახლოვეს განხორციელდა. განადგურებულია „ბოევიკების“ საცეცხლე წერტილები და ცოცხალი ძალა. ასევე კოალიციის თვითმფრინავებმა ტერორისტების იარაღის საწყობები გაანადგურეს. ამჟამად ერაყის შეიარაღებული ძალები ტერორისტებისგან ზანკურას და ალ-ბურიშას რაიონების გათავისუფლების ოპერაციას ატარებენ. პარალელურად ისინი ქალაქ ფალუჯის სრული გათავისუფლების ოპერაციას აგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები