ინგლისსა და უელსში ძაღლების მოპარვის ფაქტებმა იმატა

2013 წლიდან ინგლისის და უელსის პოლიციაში ძაღლების მოპარვის შესახებ შესულმა შეტყობინებებმა იმატა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ფაქტებმა 22%-ით იმატა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ყველაზე ხშირად ფრანგულ ბოლდოგებს, ბულტერიერებს და მოპსებს იპარავენ.
როგორც „ბი-ბი-სის“ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ჰარეტ ჯონსონმა განუცხადა, ხელისუფლებამ შინაური ცხოველების მოპარვის ფაქტების ზრდას ყურადღება უნდა მიაქციოს. დეპუტატი ამ დანაშაულის ცალკე კატეგორიად გამოყოფის ინიციატივით გამოდის. ამჟამად შინაური ცხოველის მოპარვისთვის მაქსიმალური სასჯელი 7 წელს შეადგენს, მაგრამ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება სასჯელის გამკაცრებას ჯერჯერობით არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები