პროექტის – „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ პრეზენტაცია გაიმართება
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დღეს პროექტის – „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტი წიგნ-ალბომსა და მონეტების კოლექციას აერთიანებს, 24 განსხვავებული მონეტა, საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს.
„ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, გახდეს წიგნი-ალბომის მფლობელი, თვეში ერთხელ კი პირად კოლექციას თითო მონეტა შემატოს. წიგნ-ალბომში საგანგებოდაა გამოყოფილი ადგილები, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მონეტების ზუსტი ასლებით ივსება. ალბომს მოჰყვება სპეციალური ლუპა. პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, „გამომცემლობა პალიტრა L“-ისა და ,,კვირის პალიტრის’’ მიერ განხორციელდა. ალბომზე ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. წიგნ-ალბომში წარმოდგენილი მონეტების ორიგინალები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. პრეზენტაციის ფარგლებში პროექტის შესახებ ისაუბრებენ: საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, „პალიტრა მედიის“ კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და საქართველოსეროვნული მუზეუმის ნუმიზმატი, წიგნის თანაავტორი მაია პატარიძე.