საქართველოში ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი კასტინგ-მენეჯერი ჩამოდის

თბილისის კინო ვორკშოპების აკადემიის მოწვევით საქართველოში ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ირლანდიელი კასტინგ-მენეჯერი რიჩარდ ქუქი ჩამოდის. იგი 29 ივნისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ქართველი მსახიობებისთვის და სტუდენტებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს.
მასტერკლასი შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა: უცხოელ რეჟისორებთან, ოპერატორებთან, კასტინგ-მენეჯერებთან და აუდიტორიასთან კომუნიკაციის დამყარება, უცხოურ კასტინგებზე მოხვედრის გზები და სხვა…
რიჩარდ ქუქმა საკუთარი კომპანია LISA RICHARDS AGENCY 1989 წელს ჩამოაყალიბა, რომელიც დღემდე მსახიობების, რეჟისორებისა და პროდიუსერების მოძიებით არის დაკავებული. კომპანია თანამშრომლობს არაერთ ცნობილ მსახიობთან. მათ შორის არიან: პირს ბროსნანი, სილიან მერფი, ემი რაიანი… რიჩარდ ქუქის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ახალი, საინტერესო და ნიჭიერი მსახიობების მოძიებაა. პროექტის მხარდამჭერები არიან: ეროვნული კინოცენტრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მასტერკლასზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები