თუშეთის ეროვნულ პარკში ფესტივალი „მზე მოე“ გაიმართება
25-26 ივნისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თუშეთის ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ფესტივალი „მზე მოე“ გაიმართება. როგორც “კვირას” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალი ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს, ეზიარონ ადგილობრივ ხელოვნებას და მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ სპორტულ თამაშებსა და ღონისძიებებში – შეიძინონ ადგილობრივი ხელსაქმის ნიმუშები, დააგემოვნონ ტრადიციული სამზარეულო, გაეცნონ ადგილობრივ ფოლკლურულ ხელოვნებას.
ტრადიციული თამაშებისა და სამზარეულოს ფესტივალში თუშეთის 50-მდე სოფლის მოსახლეობა იქნება ჩართული.