სოციალურ მუშაკს ბავშვის მოძალადე ოჯახის წევრისგან განცალკევების უფლება მიენიჭა

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ძალადობის შემთხვევაში, სოციალურ მუშაკს ბავშვის მოძალადე ოჯახის წევრისგან განცალკევების უფლებას ანიჭებს.
სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა კი, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღემდე ვადით, ან გამოსასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.
პროექტის თანახმად, ბავშვის მოძალადე ოჯახის წევრისგან, კანონიერი წარმომადგენლისა თუ სხვა პირისგან განცალკევება უკიდურეს ზომას წარმოადგენს.
ბავშვის განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, არასრულწლოვნის აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული, მისი ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით.
14 წელს მიღწეულ არასრულწლოვანს უფლება აქვს, საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების მიხედვით, მოძალადე სუბიექტად მიიჩნევა “სხვა პირი”-ც, რომელიც შესაძლოა, არასრულწლოვნის მშობელი, ან კანონიერი წარმომადგენელი არ იყოს, მაგრამ ბავშვზე ძალადობის სხვადასხვა ფორმას ახორციელებდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები