საარჩევნო პერიოდში სპეცუბნების გახსნა კანონით იკრძალება
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, არჩევნების პერიოდში იკრძალება სპეციალური უბნების შექმნა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ასევე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების ტერიტორიაზე.
”საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილს ცვლილებებს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ასევე, ცვლილებებით რეგულირდება გამონაკლის შემთხვევაში საარჩევნო უბნის შექმნის საკითხი (პენიტენციური დაწესებულებები, სათნოების სახლი, საავადმყოფოები და სხვ.).
ზუსტდება სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანილ ამომრჩეველთა მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის წესი.