ცაზე ოპტიკური ფენომენი — მზის ჰალო გამოჩნდა(ფოტო)

მზის გარშემო ნათელი რკალის მსგავსი გამოსახულება – ე.წ. მზის ჰალო – რამდენიმე რეგიონში, “ცის კელაპტარად” გამოჩნდა. მათ შორის, 30 ივლისს, ინდოეთის ქალაქ ნაგპურში.

მზის გარშემო ნათელი რკალის მსგავსი გამოსახულება – ე.წ. მზის ჰალო – რამდენიმე რეგიონში, “ცის კელაპტარად” გამოჩნდა.

ატმოსფერული ფენომენი ცივი ჰაერის მასებისა და მაღალ სიმაღლეზე არსებული ყინულის კრისტალების შედეგად წარმოიქმნება.

კერძოდ, ჰალო გაჩნდება მაშინ, როდესაც ატმოსფეროში, მაღალი სიმაღლის ღრუბლებში (ძირითადად cirrostratus-ებში) არსებული ყინულის პატარა კრისტალები მზის სხივებს გარდატეხენ და გააბნევენ.

მეტეოროლოგების თქმით, ის არ წარმოადგენს საფრთხეს და ხშირად მეტეოროლოგიური ცვლილებების, ღრუბლების ჩამოსვლის და ამინდის ცვლილების მანიშნებელია.

როგორც ცნობილია, არსებობს მთვარის ჰალოც, რომელიც იგივე პრინციპით მუშაობს, უბრალოდ ღამით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები