„სპექტრში “ თამარ შიუკაშვილის წიგნის პრეზენტაცია და საქველმოქმედო საღამო გაიმართა – ფოტოკოლაჟი
საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდ „წმინდა ანდრიას ჯვარსა“ და ფესტივალ „მემკვიდრეობას“ მხარდაჭერით, საქველმოქმედო ღონისძიებიების ფარგლებში გაიმართა ემიგრაციაში მყოფი ქართველი მწერლის, თამარ შიუკაშვილის (Ketterlini) წიგნის პრეზენტაცია – “ბედის რჩეული”.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პოეტების საქველმოქმედო ჯგუფის ,,თბილი სამყაროს“ დამფუძნებელი და პოეტი ანა ლაშხელი, კოლეჯ „სპექტრის“ პროფესიული სტუდენტები, მათ შორის შშმ/სსსმ სტუდენტები და ესწრებოდა ცნობილი მწერალი და „საბას“ პრემიის ლაურეატი ვანო ჩხიკვაძე, რომელმაც კოლეჯს საჩუქრად გადასცა ორტომეული მისივე ავტორობით.
საქველმოქმედო ღონისძიება 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად გაიმართა.
ღონისძიებიდან შესული თანხა სრულად გადაეცა მიხეილ სხვტარიძის ოჯახს.
მიხეილ სხვიტარიძეს აქვს ძვლის სიმტკიცის დაქვეითება – ოსტეოპოროზი და ხერხემლის იდიოპათიური სქოლიოზი, ძგიდის გამრუდება და კრიპტოხიზმი მარცხენა მხარეს, მას ესაჭიროება ოპერაცია, რომელიც 43 000 დოლარი ჯდება.
მისი დახმარების მიზნით რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მხოლოდ თანხის ნაწილის შეგროვება მოხერხდა, საჭიროა კიდევ 20 000 ლარი.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტმა ინგა ავალიშვილმა, რომელმაც კომპოზიციები შეასრულა ფორტეპიანოზე.