20 ივნისის საქმეზე პარლამენტთან საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება – დღეს ექსპერიმენტში მონაწილეობა მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს

20 ივნისის საქმეზე პარლამენტთან საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

დღევანდელ ექსპერიმენტში მონაწილეობა მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

“ვაშუქებდი აქციას, რა დროსაც, 9 აპრილის მემორიალთან, მომხვდა ტყვია. რამდენიმე წამის შემდეგ გავაგრძელე მუშაობა და აღმოჩნდა, რომ გამიწითლდა მაისური. ძალიან კარგია, რომ მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ცუდია, რომ გვიან.

ყველა კმაყოფილი ვიქნებით, მათ შორის, თქვენც და საზოგადოება, თუ ვინმე მსგავსი პიროვნება იქნება დაჭერილი, ან პასუხისგებაში მიცემული”, – განაცხადა ოპერატორმა, ილია სამურგანიდმა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერიმენტის მიზანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციის შესრულება, რათა დადგინდეს, რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები