სახალხო დამცველმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლები სადახლო და ხიხანში მოინახულა
2025 წლის 29 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანი მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ სადახლოს მოსახლეობასა და სოფელ ხიხანში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შეხვდა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სადახლოს მოსახლეობის განცხადებით მათ მთავარ პრობლემას სარწყავი სისტემების გაუმართაობა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის სიშორე წარმოადგენს.
ხიხანში ჩასახლებულ ეკომიგრანტთა 80 ოჯახი უმეტესწილად სოციალურად დაუცველები არიან. ისინი წლებია ვერ ახერხებენ მიწების და სახლების რეგისტრაციას; ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვენ ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტის დამატებას.
სახალხო დამცველი საქართველოს რეგიონების მონახულებას აგრძელებს.