მანანა კობახიძე: დიახ, რა საზოგადოებრივი როლიც ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს მე-19 საუკუნეში, ის როლი აქვს დღეს ბიძინა ივანიშვილს

ბიძინა ივანიშვილი არასოდეს აფინანსებდა “ნაციონალურ მოძრაობას”, ის საკუთარი რესურსით ეხმარებოდა სახელმწიფო ინსტიტუციებს, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გაზეთ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა.
დეპუტატმა გამოცემასთან საუბრისას ყოფილი პრემიერის ღვაწლზეც ისაუბრა.
“ვინც ჩემს ქვეყანას ფიროსმანის ნახატს დაუბრუნებს და მუზეუმს გადასცემს საჩუქრად, დიახ, ეს არის ილიას საქმე. სამწუხაროდ, ბევრი ამას ვერ აფასებს, მაგრამ იგივე ხალხმა მოკლა ილიაც და ითქვა კიდეც, ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო… დიახ, მე შევადარე ივანიშვილი ილია ჭავჭავაძეს. მე ვთქვი ჩემი აზრი. მე შევადარე ბიძინა ივანიშვილისა და ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი ღვაწლი და არა პოეზიის, პროზის ან წმინდანობის კუთხით. დიახ, რა საზოგადოებრივი როლიც ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს მე-19 საუკუნეში, ის როლი აქვს დღეს ბიძინა ივანიშვილს, უბრალოდ, პერიოდია განსხვავებული და ცხადია, გამოწვევები და პრობლემებიც სხვადასხვაა. დღეს წერა-კითხვის გავრცელების და ასეთი საზოგადოების შექმნის საჭიროება არ არის, მაგრამ, აი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კი ნამდვილად საჭიროა და ის სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით კეთდება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც იქნება ქუთაისში და აქაც მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.დღეს თეატრალური საზოგადოების ჩამოყალიბების საჭიროება არ გვაქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უამრავი თეატრი ინგრეოდა და მსახიობებს ელემენტარული საარსებო არ ჰქონდათ. ამაშიც უდიდესია ბიძინა ივანიშვილის წვლილი, აღარაფერს ვამბობ სამების აშენებასა და ასეულობით ტაძრის რესტავრაციაზე. დიახ, ეს არის ის გზა,რომელ გზაზეც იყო ილია ჭავჭავაძე. მშიერი იყო ჯარიც და პოლიციაც. ვინ შექმნა ეს ინსტიტუცია და ვინ ეხმარებოდა მათ ფინანსურად, ხელფასები იქნება ეს თუ ინფრასტრუქტურა”,- აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები