წიგნის – „ნედლეულის ეკონომიკა“ პრეზენტაცია გაიმართება

21 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უნიკალურ ნაშრომის – „ნედლეულის ეკონომიკა“ („ნედლეულის როლი გლობალიზებულ სამყაროში“) პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნის ავტორები არიან; ა.თვალჭრელიძე, თ.ბერბერაშვილი, მ.ოთარაშვილი. გამოცემა შესაძლებელი გახდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებითა და მხარდაჭერით.
„ნედლეულის ეკონომიკა“ მულტიდისციპლინარულია და წარმოადგენს ნედლეულის მსოფლიო ბაზრების, რესურსების წარმოების მოხმარების, ექსპორტისა და იმპორტის, სტრატეგიული რეზერვების მონოგრაფიულ კვლევას და ერთნაირად საინტერესოა სპეციალისტებისათვის, სტუდენტებისა და უბრალოდ ფართო საზოგადოებისათვის.
უკანასკნელი 40 წლის მანძილზე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მაგალითზე ნაჩვენებია ნედლეულის გავლენა მსოფლიო გეოპოლიტიკაზე. წიგნში მრავლად არის შესაბამისი სქემები და ტაბულები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განხილულია მსოფლიო სანედლეულო ბაზრებში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა და შემოთავაზებული მდგრადი სანედლეულო პოლიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები