ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩვენ ვაპირებთ, მოვისმინოთ კრიტიკა და ვიმოქმედოთ

უმაღლესი განათლების სისტემა ერთ-ერთი უმთავრესია, -ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა “პოლიტიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მისი უწყება მზადაა, სტუდენტებისგან პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღოს და ეს დისკუსია ღია იყოს.
“ძალიან ბევრი რამ კეთდება და ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ის პრობლემები, რაც არსებობს, მოგვარდება. ერთადერთი, რასაც ვცდილობთ ეს არის გავხსნათ დებატი. ჩვენთან სახელმწიფო სამსახურებში საზოგადოებისთვის კითხვების დასმა ცოტა ეშინიათ იმიტომ, რომ ეშინიათ კრიტიკული პასუხების. ჩვენ ვაპირებთ, რომ მოვისმინოთ კრიტიკა და ვაპირებთ, ვიმოქმედოთ“,-განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები