დიმიტრი ქუმსიშვილი: “ქართული ოცნება” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს აუცილებლად მოიგებს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს აუცილებლად მოიგებს.
როგორც ქუმსიშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.
“ჩვენი ამოცანაა, არჩევნები ისე ჩატარდეს, რომ არც ერთი კითხვა არ იყოს მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ჩვენ, როგორც ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. კორცხელის ინციდენტი არაერთხელ იყო დაგმობილი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი გუნდი მოიგებს ამ არჩევნებს. შესაბამისად, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დაისვას არჩვენების შემდეგ”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები