ნინო კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა (ვიდეო)

ექიმმა, ნინო კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვა. კუზანოვამ ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. კუზანოვა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად, პარტიაში მისთვის მიუღებელი შეხედულებების ადამიანების თავმოყრას ასახელებს.
„მოვითხოვე პროგრამა, ჩავუჯექი მას, გადავხედე ხალხს, რომელიც ყოველდღიურად მატულობდა და რაღაცა დონეზე მივხვდი, რომ იქ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი იყო, რომელთა გვერდით ჩემი თავი უბრალოდ ვერ წარმომიდგენია და ალბათ, მათთვისაც არ ვიქნებოდი სასურველი პიროვნება, ჩემი პირდაპირობიდან გამომდინარე“,-განაცხადა კუზანოვამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები