“ალფა-ბანკი”: “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული დოკუმენტი გაყალბებულია

“ალფა-ბანკის” სათაო ოფისში აცხადებენ, რომ „კალა კაპიტალ ლიმიტედთან“ დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული დოკუმენტი გაყალბებულია.
“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ დოკუმენტი, მისი ნამდვილობის დადასტურების მიზნით, “ალფა-ბანკის” სათაო ოფისში“2030“-მა გადააგზავნა, საიდანაც მიიღო პასუხი,რომ დოკუმენტი გაყალბებულია. 13442569_10153765530799779_4579464196010797443_o
“თქვენს მიერ ბანკის პრესსამსახურისადმი მიწოდებული დოკუმენტი არის გაყალბებული, ყალბია ასევე ბანკის თანამშრომლის ხელმოწერა. გვსურს ასევე აღვნიშნოთ, რომ დოკუმენტში დაშვებულია უხეში შეცდომები, რომლებიც ბანკის მუშაობის სპეციფიკას ეხება, კერძოდ ანგარიშების გახსნას”, – ნათქვამია “ალფა-ბანკის” პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა წარმოადგინეს დოკუმენტები, რომლებიც, მათი თქმით, ადასტურებს, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისთვის “ალფა-ბანკში” გაიხსნა ანგარიშები, სადაც “კალა კაპიტალ ლიმიტედისგან” გადაირიცხა თანხები. ირმა ნადირაშვილის თქმით, დოკუმენტს ხელს აწერს ბანკის მთავარი ფინანსური ოფიცერი მარია შევჩენკო.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელეს „კალა კაპიტალ ლიმიტედის“ დირექტორებმა. მათი განცხადებით, კომპანიის მიერ 2016 წლის განმავლობაში არანაირი გადარიცხვა არ განხორციელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები