„კალა კაპიტალი“: კომპანიას საბანკო ანგარიში კვიპროსში არასდროს ჰქონია და 2016 წელს არანაირი გადარიცხვა არ განუხორციელებია

„კალა კაპიტალ ლიმიტედის“ დირექტორების განცხადებით, კომპანიის მიერ 2016 წლის განმავლობაში არანაირი გადარიცხვა არ განხორციელებულა. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც დირექტორები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან.
„ჩვენ, „კალა კაპიტალ ლიმიტედის“ დირექტორები – ჯორჯ ათანასი და სუზან კალოგრეიდსი ვაცხადებთ, რომ კომპანიას შექმნის დღიდან არასდროს საოპერაციო-საბანკო ანგარიში კვიპროსში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ ჰქონია. შესაბამისად, არანაირი გადარიცხვა კომპანიის მიერ 2016 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. აგრეთვე, არ გაცემულა მესამე პირებზე უფლებამოსილება საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია განცხადებაში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ”ალფა ბანკში” გახსნილ ანგარიშებზე კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების – ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე ”კალა კაპიტალ ლიმიტედისგან”(კვიპროსი) და რუსეთში მცხოვრები დავით ქარსელაძისგან, იგივე ”კალატოზასგან”, გარკვეული თანხა გადაირიცხა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს „კალა კაპიტალი“ ფულს ურიცხავდა. კონკრეტულად კი, პარტიის მტკიცებით, ”ალფა ბანკში” გახსნილ ანგარიშებზე კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების – ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე ”კალა კაპიტალ ლიმიტედისგან” (კვიპროსი) და რუსეთში მცხოვრები დავით ქარსელაძისგან, იგივე ”კალატოზასგან”, გარკვეული თანხა გადაირიცხა.
Capture

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები