საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც მაჟორიტარ კანდიდატად ირაკლი შიხიაშვილს წარადგენს, რეგისტრაცია გაიარა (ფოტო/ვიდეო)
საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილ უფროსს ირაკლი შიხიაშვილს წარადგენს, სამგორის რაიონის N12 ოლქში რეგისტრაცია გაიარა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები სამგორის რაიონის მკვიდრნი, წარმდგენები კი, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები არიან.
საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირების შემდეგ, ჯგუფის წევრებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, ირაკლი შიხიაშვილმა კი მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა. მან სამომავლო პერსპექტივებზე და პრობლემების გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა.
“დღეს, სამგორის რაიონის N12 ოლქში რეგისტრაცია გაიარა საინიციატივო ჯგუფმა, რის შემდეგაც ხელმოწერების შეგროვების პროცესი დაიწყო! საინიციატივო ჯგუფი საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად წარმადგენს.ამასთან დღეს შევხვდი ჩემს მხარდამჭერებს. მათთან შეხვედრისას ვისაუბრე სამომავლო პერსპექტივებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე. საჭიროა მოსახლეობასთან სისტემატიური, ხშირი კომუნიკაცია. ჩვენი ერთიანობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს”. – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.