გორის საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარეს სამარცხვინო უწოდეს

გორის საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარეს სამარცხვინო მას შემდეგ უწოდეს, რაც გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღადგინა.
ილია მეტრეველმა დღეს დილით გათავისუფლებული ხუთივე თანამშრომელი სამსახურში აღადგინა, – ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას, დეპუტატების მხრიდან კითხვები მოჰყვა. დეპუტატების კითხვაზე, თუ რა იყო მათი გათავისუფლების მიზეზი, მეტრეველმა პასუხი არ გასცა. თუმცა აღნიშნა, რომ მათი სამსახურში აღდგენა პოლიტიკური კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა.
მეტრეველს არ დაუკონკრეტებია, თუ ვისთან მოხდა პოლიტიკური კონსულტაციები. მეტრეველის განცხადების შემდეგ საკრებულოს დეპუტატებმა ბიუროს სხდომა დატოვეს და თავმჯდომარეს სამარცხვინო ადამიანი უწოდეს. სამსახურიდან გათავისუფლებულნი იყვნენ: ზაალ გუდაძე, გიორგი აფციაური, ანა პაპელიშვილი, მედეა მახარაშვილი და სოფო ოთანაშვილი. ყველა მათგანი კონკურსის წესით იყო შერჩეული. საკრებულოს დეპუტატები ეჭვობენ, რომ თანამშრომლების გათავისუფლება ირაკლი ოქრუაშვილის “ქართული პარტიის” წევრების დასასაქმებლად გაკეთდა.
შეგახსენებთ, რომ გორის საკრებულოს დეპუტატებმა ილია მეტრეველის იმპიჩმენტის საკითხი დააყენეს და საკრებულოს კანცელარიაში განცხადება შეიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები