ანაკლიის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა

ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, დიდიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
დიდიშვილის თანამდებობის დატოვების მიზეზი დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომანქანით ქვეითად მოსიარულე 22 წლის სალომე აქირთავას დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. იგი მრავლობითი მოტეხილობებითა და სახის სხვადასხვა დაზიანებებით ქუთაისის საავადმყოფოშია მოთავსებული.
საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები