დავით საგანელიძე „სტარტაპზე“: მაღალი კატეგორიის იდეები შეიძლება 100%-ით დაფინანსდეს

ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ „ტექნოპარკში“ გამართულ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პროექტისთვის 11 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა შესაძლოა, ეს თანხა 35 მილიონამდე გაიზარდოს.
„ამ შემთხვევაში 10 მილიონი გამოყოფილია საპარტნიორო ფონდიდან, 1 მილიონი – “ტექნოპარკისგან”. იქნება ორი ტიპის პროექტი, ყველა, საბოლოო ჯამში, იქნება ინოვაციური, პიროვნებას 10%-ით ექნებათანადაფინანსების ვალდებულება, 90%-ს დაუფინანსებს „სტარტაპ საქართველო“, რომელიც საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანიაა. მისი წილობრივი მონაწილეობა იქნება 50% იმ პიროვნების, ვინც შემოვა იდეაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, რომელსაც ტექნოპარკი განიხილავს, უფრო მაღალი კატეგორია ექნებათ იდეებს, იქ თანადაფინანსება შეიძლება სულ არ იყოს მონაწილის ვალდებულება, ხოლო მისი მონაწილეობა პროექტში შეიძლება იყოს 100%-იანი და ჩვენ სრულად მივცეთ მას თანხა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით საგანელიძემ.
აღნიშნულ პროექტზე, ძირითადად, ახალგაზრდები დასაქმდებიან, თუმცა შესაძლებელია, რომ პროექტი რეგიონებშიც განხორციელდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები