“პოზიციას” ორგანიზებით, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დირექტორმა ქართველი სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციას” ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დირექტორმა, დეივიდ ბარკერმა ტრენინგი ჩაატარა.
ბარკერი სტუდენტებს დროის მენეჯმენტსა და გუნდური მუშაობის მნიშვნელოვან ასპექტებზე ესაუბრა. ტრენინგი ერთი საათის განმავლობაში, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
„პოზიციას“ ხელმძღვანელმა, გურამ ადამაშვილმა სტუდენტებს არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე გააცნო ის ხედვები, მიზნები და სამომავლო გეგმები, რომლებიც ორგანიზაციას გააჩნია. ტრენინგში მონაწილე სტუდენტები „პოზიციას“ საქმიანობითა და პროექტებით დაინტერესდნენ და შემდგომი თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.
„მსგავსი ტიპის ღონისძიებები და აქტივობები მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჯგუფების სოციალურ გარემოში უკეთ ინტეგრაციისთვის. „პოზიცია“ გეგმავს გააგრძელოს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრები და ხელი შეუწყოს მათი ინფორმირებულობის დონისა და ცნობიერების ამაღლებას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები