გიორგი მარგველაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორია გახსნა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორია გახსნა და საჯარო ლექცია წაიკითხა. საჯარო ლექციაზე „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ“ გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის 25-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში საზოგადოების წინაშე მდგარ ამოცანებზე, პოლიტიკურ პროცესებში თითოეული მოქალაქის ჩართულობაზე და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არ წავა არჩევნებზე და არ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას.
13479722_10206191573699923_1234292975_n
13479469_1305082722855033_1268137516_n
13480059_1305082972855008_817194827_n
13407446_1305082862855019_985680946_n
13457695_1305082849521687_720112901_n
13472153_1305082609521711_1298417463_n

13459565_1305082549521717_660378808_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები