NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წევრი: ქართული მედია რეგიონში ბევრად უფრო თავისუფალია

ქართული მედია რეგიონში ბევრად უფრო თავისუფალია, თუმცა შეინიშნება რუსული პროპაგანდის გავლენა, – ამის შესახებ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წევრმა სემ კოპერსმითმა განაცხადა.
მისივე თქმით, არის ვარაუდები, რომ აღურიცხავი თანხები მიემართება და ამით ფინანსდება სხვადასხვა პარტიები, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე ქვეყნის გარედან.
„რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტს, ის შეისწავლის ამ ხარვეზებს და გამოავლენს, მაგრამ მას მაინც აქვს შეზღუდული უფლებები. ზოგადად, თუ მედიაზე ვისაუბრებთ, ბევრად უფრო თავისუფალია ქართული მედია რეგიონში, თუმცა აქაც შეინიშნება რუსული პროპაგანდის გავლენა. ასევე, არის გარკვეული თვალსაზრისი, რომ „ქართული ოცნება“ დიდი ოდენობით მხარდამჭერებს დაიქირავებს, რომ ფართო მასშტაბიანი საარჩევნო გარემო ჩაატაროს.
პირველ რიგში, ქცევის კოდექსი უნდა ჰქონდეთ პარტიებს, იგივე დაფინანსებასთან დაკავშირებითაც უნდა აიკრძალოს ისეთი სახსრების გამოყენება, იქნება ეს ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან, რომელიც არჩევნების სულისკვეთების წინააღმდეგია“, – განაცხადა სემ კოპერსმითმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები