გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო კიდევ უფრო დიდი ნაბიჯით წავა ევროპისკენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, იმ ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ბერლინის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.
პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს.
“საქართველო წარმატებით მიყვება ხაზს, რომელიც მიმართულია ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ. ეს ხაზი გაგრძელდება და საქართველო კიდევ უფრო დიდი ნაბიჯით წავა ევროპისკენ. შეიქმნება ძალიან დიდი შესაძლებლობები საქართველოში. რატომ მჯერა ამის? ზუსტად ის ნაბიჯები, რომელიც მე გაგაცანით, ეხება ყველა იმ მნიშვნელოვან სფეროს, რომელიც კრიტიკულად აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ სტუდენტებს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წარუდგინა, რომელმაც ახალგაზრდებს საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები